ლიტერატურა

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” გამარჯვებულები ცნობილია

21 ოქტომბერს, მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემიის „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიაზე ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ – ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი,  გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია, გამოავლინა ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში:

რომანი

ზურაბ ქარუმიძე  – „UNTERGANG – მოგზაურობა ევროპაში“,  გამომცემლობა „ინტელექტი“

პროზაული კრებული

დათო გორგილაძე  – „ღმერთი სამსახურშია“,  გამომცემლობა „ინტელექტი“

პოეტური კრებული

ბექა ახალაია  – „მტრედების იონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 დოკუმენტური პროზა

ნინო ლომაძე  – „ვაშლის ბაღები“, გამომცემლობა „ინდიგო“

სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა  – „SHEROES”, გამომცემლობა წიგნები ბათუმშ

 დებიუტი

ნიკა ლაშხია  – „დონორი“, გამომცემლობა „ინტელექტი“

იაგო თვალაბეიშვილი  – „ტრანსმუტაცია“, გამომცემლობა პალიტრა L

წიგნის დიზაინი

თორნიკე ლორთქიფანიძე  – „100 წელი – 100 ფოტო“ , გამომცემლობა „ინდიგო“

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცათ. პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი