კინო

კვენტინ ტარანტინომ ჩინეთს თავისი ფილმიდან კადრების ამოჭრაზე უარი განუცხადა

ჩინეთში, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის, “ერთხელ ჰოლივუდში” ჩვენება პრემიერამდე ერთი დღით ადრე გაურკვეველი ვადით გადაიდო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაყურებელს მისი ნახვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ რეჟისორი ბრიუს ლის ცემის სცენას ამოიღებს.

პრემიერის გაუქმების ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არაა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ბრიუს ლის ქალიშვილის საჩივარს უკავშირდება. როგორც იცით, მან მამის ცემის სცენა ფილმში მის შეურაცხყოფად აღიქვა და ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა.

კვენტინ ტარანტინომ ჩინეთს თავისი ფილმიდან კადრების ამოჭრის უფლება არ მისცა რის გამოც, სავარაუდოდ, ჩინეთში ამ ფილმის ჩვენება აღარ შედგება და მოსახლეობა მხოლოდ პირატული ვერსიების იმედზეღა თუ იქნება.

კომენტარები

კომენტარი