კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ჯარედ ლეტოს ტოდ ფილიპსის ფილმის “ჯოკერის” ჩაშლა უნდოდა

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო, რომელიც “თვითკვლელთა რაზმში” ჯოკერის როლს ასრულებს, რეჟისორ ტოდ ფილიპსის “ჯოკერის” გადაღებების ჩაშლას ცდილობდა.

როდესაც ლეტომ შეიტყო, რომ ჯოკერის როლს მის ნაცვლად, ჰოაკინ ფენიქსი ითამაშებდა, მან СAA-ში თავის აგენთებს მიმართვა და დახმარება სთხოვა.

გარდა ამისა, მსახიობი შეეცადა გავლენა მოეხდინა კომპანია Warner-ზე და ეს მუსიკალური მენეჯერის ირვინგ აზოფის დახმარებით სცადა. მენეჯერს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ “ჯოკერმა” აშშ–ში 93,5 მილიონი დოლარი პირველივე შაბათ–კვირას გამოიმუშავა. ახალმა ფილმმა ამგვარად რეკორდი დაამყარა და ყველაზე მომგებიანი ფილმი გახდა. საერთაშორისო ჩვენებებიდან „ჯოკერმა“ 140,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

“ჯოკერის” სიუჟეტი 80-იანი წლების გოთემში ვითარდება. მთავარი გმირი, არტურ ფლეკი კლოუნია დაქირავებით, რომელიც სთენდ-აფ კომიკოსობაზე ოცნებობს და თავისი ადგილის პოვნას უშედეგოდ ცდილობს. ის ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, მაგრამ ცხოვრება დარტყმას დარტყმაზე აყენებს. მისი მოთმინება იწურება და ერთხელაც გადაწყვეტს, გამოსცადოს ახალი გზა, რომელიც მას, საბოლოოდ, სადისტ კლოუნად აქცევს.

 

კომენტარები

კომენტარი