კინო

ნახეთ: ჯენიფერ ენისტონმა და რიზ უიზერსპუნმა “მეგობრების” ერთ-ერთი სცენა გაიმეორეს

მსახიობებმა ჯენიფერ ენისტონმა და რიზ უიზერსპუნმა საკულტო სერიალის, “მეგობრების” ერთ-ერთი ცნობილი სცენა გაიმეორეს. ვიდეო უიზერსპუნის ინსტაგრამ გვერდზე გამოჩნდა.

როგორც იცით, სერიალში ჯენიფერ ენისტონი რეიჩელ გრინის როლშია, უიზერსპუნი კი მისი ერთ-ერთი და – ჯილია. მამა ჯილს რეიჩელთან აგზავნის, რათა გონს მოეგოს, თუმცა ჭკუაში ჩვაარდნის ნაცვლად, გოგონას როსი (დევიდ შვიმერი) უყვარდება.

ვიდეოში ჩანს, რომ ჯენიფერ ენისტონს ტექტსის გახსენება უჭირს და მას უიზერსპუნი ეხმარება.

ეს ვიდეო ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჩაიწერა, მაშინ, როცა მსახიობები თავიანთ ახალ სერიალზე, “დილის შოუზე“ საუბრობდნენ. სერიალში ისინი ტელეწამყვანებს განასახიერებენ.

კომენტარები

კომენტარი