კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

მსახიობების ნაწილმა ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები გააპროტესტა

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან საქართველოში მოსკოვის თეატრის, “ნიკიტკის კარიბჭეს” გასტროლები გააპროტესტეს.

მათ თეატრის წინ აქცია გამართეს და რუსი მსახიობების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარება მოითხოვეს.

მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ გასტროლები ქუთაისში დღეს დაიწყო. ორი დღის განმავლობაში მესხიშვილის თეატრის სცენაზე რუსულენოვანი სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ მესხიშვილის თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვის თეატრი ქუთაისში მათი მიწვევით იმყოფება იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის თეატრებს შორის არის გაფორმებული.

კომენტარები

კომენტარი