საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე რუსეთის სტენდზე ქართული იავნანა იმღერეს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე რუსეთის სტენდზე ქართული იავნანა იმღერეს, – ვიდეომასალასა და ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიმღერისას ეკრანზე ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრები წარმოადგინეს.

“ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ასეთებიც ხდება, რუსეთის სტენდზე ქართული იავნანა იმღერეს, ეკრანზე კი ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრები გადიოდა. მადლობა ვუთხარით. ცალკეული, უფრო კი ერთეული ადამიანების მჯერა, პოლიტიკოსების არა და არც მათი ქვეყნის. და გულიც არაფრით არ ამიჩუყდა. არსებობს ძალიან ღრმა იარები, რომელსაც რუსების ნამღერი ქართული იავნანა ვერ მოარჩენს.” – წერს გვანცა ჯობავა.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბრიდან საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენილია პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“.

საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდზე ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა არის დაგეგმილი, რაც მოიცავს თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას. 

კომენტარები

კომენტარი