ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

“Jesus Is King” – კანიე უესტის დოკუმენტური ფილმის ტრეილერი

ინტერნეტში ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის დოკუმენტური ფილმის, “Jesus Is King”-ის ტრეილერი გამოქვეყნდა. როგორც იცით, ფილმი მომღერლის ამავე სახელწოდების ალბომს ეძღვნება.

დოკუმენტური ფილმი IMAX ფორმატშია შექმნილი. მისი პრემიერაც, 25 ოტომბერს, სწორედ, ამერიკის IMAX-ის კინოთეატრებში შედგება.

ფილმის სიუჟეტი ასახავს საკვირაო მსახურებას, სადაც რეპერმა თავისი სიმღერები შეასრულა. მისი რეჟისორი მოდის ბრიტანელი ფოტოგრაფი, ნიკ ნაითია, რომელიც Alexander McQueen-თან, Christian Dior-თან, Yves Saint Laurent-თან მუშაობს. იღებს, აგრეთვე Vogue-სა და i-D-ისთვის.

“Jesus Is King” გადაღებები ამ ზაფხულს, როდენის კრატერზე მიმდინარეობდა, რომლის მფლობელიც ამერიკელი მხატვარი, ჯეიმს ტურელია. მან კრატერი 1977 წელს შეიძინა და ღიაცისქვეშა არტ ინსტალაციად და ბუნებრივ ობსერვატერიად აქცია. კანიე უესტი კრატერს 2018 წელს ესტუმრა და იმდენად აღფრთოვანდა ტურელის პროექტით, რომ მას 10 მილიონი დოლარი შესწირა.

კომენტარები

კომენტარი