კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლევან გაბრიაძის ანიმაციური ფილმი “ოსკარის” ლონგ-ლისტშია წარმოდგენილი

ქართველი რეჟისორის, ლევან გაბრიაძის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, სახელწოდებით ჰარი-ჰარალე, დედაო” “ოსკარის” ლონგ-ლისტშია წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მულტფილმს შანსი აქვს ამერიკის კინოაკადემიის პრემიის ჯერ მოკლე სიაში მოხვდეს და შემდეგ, ერთ-ერთ ნომინაციაზე წარადგინონ.

კინოაკადემიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში ახლა 32 ანიმაციური ფილმია დასახელებული. რომელი მათგანი მოხვდება “ოსკარის” ნომინანტთა მოკლე სიაში, 2020 წლის 13 იანვარს გავიგებთ.

ანიმაციური ფილმი ლევან გაბრიაძემ, მამის, ცნობილი სცენარისტისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის ბავშობის მოგონებებსა და ნახატებზე დაყრდნობით შექმნა.

ფილმის სიუჟეტი ომისშემდგომ წყალტუბოში ვითარდება. მთელი ფილმი გახლავთ პატარა ესკიზები 10 წლის რეზოს ცხოვრებიდან, რომლის სამყაროშიც რელობა, ფანტაზიები და სიზმრები ერთმანეთშია გადახლართული. იმ პერსონაჟთა შორის, რომლებიც ბავშის მიერ შემქნილ ამ სამყაროში ცხოვრობენ, ვხვდებით ლევ ტოლსტოის, სტალინს, ლენინს, ჰიტლერს, მინიატურულ ლენინს, რომელიც მისი ორდენიდანაა გაცოცხლებული, რეზოს ნათესავებს, მეოგბრებსა და ა.შ.

ფილმის მთავარი მუსიკა ვიქტორ კარპაჩევმა შექმნა. მულტფილმში ჟღერს, აგრეთვე, კლასიკური მუსიკა, მათ შორის, გია ყანჩელის, ასევე, ხალხური მელოდიები და სიმღერები.

გაბრიაძის ანიმაციურ ფილმს არაერთი პრემია აქვს მიღებული. ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასახელდა საუკეთესო დამოუკიდებელ დოკუმენტურ ფილმად; აზია–წყნარი ოკეანის კინოპრემიაზე აღიარეს საუკეთესო ანიმაციურ ფილმად, მიღებული აქვს რუსეთის ანიმაციური ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ “ოსკარის” რიგით 92-ე დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი