კინო

ნილ პატრიკ ჰარისი “მატრიცა 4-ში” ითამაშებს

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და რეჟისორი ნილ პატრიკ ჰარისი “მატრიცა 4-ში” ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია რა როლს შეასრულებს მსახიობი ფილმში, თუმცა ცნობილია, რომ ნეოს და ტრინიტის როლებს, კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი დაუბრუნდებიან.

ჰარისის გარდა, ლეგენდარული ფილმს მეოთხე ბლოკბასტერ “აკვამენის” ვარსკვლავი, აჰია აბდულ მატინი და ჯადა პინკეტ სმიტიც შეუერთდნენ. მათ ერთ-ერთი მთავარი როლები ერგოთ ფილმში.

ინფორმაცია ვაჩოვსკების საკულტო ფილმების სერიის მე-4 ნაწილის გადაღების შესახებ ოფიციალურად აგვისტოში დადასტურდა. ახალი ფილმისთვის სცენარი ზაკ პენმა დაწერა.

კომენტარები

კომენტარი