ვიდეოები

ნახეთ: 85 წლის სოფი ლორენი Barilla-ს სარეკლამო რგოლში

ცოტა ხნის წინ, იტალიურმა ბრენდმა GCDS-მა მაკარონის მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთნ, Barilla-სთან კოლაბორაციით ახალი კოლექცია გამოუშვა. ახლა კი, ამ თანამშრომლობას ვიდეორგოლი მიეძღვნა, სახელწოდებით “Dinner’s Ready”.

ვიდეორგოლის რეჟისორი ნადია ლი კოენია. აღსანიშნავია, რომ მაკარონის მწარმოებელი კომპანიისთვის, რომელიც 1877 წლიდან არსებობს, GCDS-თან თანამშრომლობა პირველი “მოდური კოლაბორაციაა”.

რეტრო სტილში გადაღებული ვიდეორგოლის გმირები, – ქალაქის სხვადასხვა მცხოვრებლები, შეტყობინებას იღებენ იმის შესახებ, რომ “ვახშამი მზადაა” და სტუმრად მიდიან. სახლის დიასახლისის როლში კი სოფი ლორენს ვხედავთ, რომელიც მისულ სტუმრებს უზარმაზარი თეფშით მიართმევს პასტას.

“ჩემთვის სოფი ლორენი იტალიელი ქალის განსახიერებაა, ამიტომ, როცა მე და ნადიამ ვიდეორგოლზე დავიწყეთ მუშაობა, ინსტინქტურად გაგვახსენდა მისი სახელი“, – აღნიშნა  GCDS-ს კრეატიულმა დირექტორმა, ჯულიანო კალცამ.

კომენტარები

კომენტარი