კინო

“უცნაური ამბების” მესამე სეზონმა Netflix-ზე ნახვების რეკორდი მოხსნა

კომპანია Netflix-ის ცნობით, ცნობილი სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალის, “უცნაური ამბების” მესამე სეზონმა ნახვების რეკორდი მოხსნა. ერთ თვეში, სერიალს 64-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. პრემიერიდან 4 დღეში კი მაყურებელთა რიცხვი 40,7 მილიონი იყო. აქედან, 18 მილიონ ადამიანს სერიალის მესამე სეზონი უკვე მთლიანად ჰქონდა ნანახი. ასეთი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა არც ერთი სატელევიზიო შოუსა და ფილმის რეიტინგში.

აღსანიშნავია, რომ Netflix-სს ნახვების დათვლის უცნაური სისტემა აქვს. ის 1 ნახვას ჩათვლის მაშინ, თუ მაყურებელი სერიალის ეპიზოდის ან მთლიანი ფილმის 70%-ს მაინც უყურებს. შესაბამისად, მისი მონაცემები საკმაოდ სანდოა.

შეგახსენებთ, რომ “უცნაური ამბების” მესამე სეზონის პრემიერა Netflix-ზე 4 ივლისს შედგა.

მესამე სეზონი სულ 8 ეპიზოდისგან შედგება. მოქმედება ინდიანაში მდებარე პატარა ქალაქ ჰოუკინსში გასული საუკუნის 80-იან წლებში ხდება. სერიალის გმირებს მთავარ მონსტრთან უწევთ ბრძოლა, რომელიც ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ეს ბრძოლა კი კაცობრიობის ბედს გადაწყვეტს. სერიალის მთავარი გმირები ისევ ჯგუფებად არიან დაყოფილნი, რათა უფრო ადვილად მოახერხონ ჰოუკინსის საშინელი საიდუმლოებების ამოხსნა.

როგორც იცით, ახლა, სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი