კულტურა

BBC-მ 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

მსოფლიოში უმსხვილესმა სამაუწყებლო კომპანიამ, BBC-მ, სამყაროს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. სია დაყოფილია ექვს კატეგორიად, ესენია: “დედამიწა”, “ცოდნა”, “ლიდერობა”, “კრეატიულობა”, “სპორტი” და “იდენტობა”.

წელს, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგიც დასახელდა. სიაში არიან, აგრეთვე: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ალექსანდრია ოკასიო-კორტესი – ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრად აირჩიეს; ფილმში “რომა” მთავარი როლის შემსრულებელი, იალიცა აპარისიო, ასევე, მსახიობი ბელა ტორნი; მალაიზიელი ტრანსგენდერი აქტივისტი, ნიშა აიუბი და სხვები.

რეიტინგში 13 სპორტსმენი, 17 კულტურის სფეროში მოღვაწე, 14 გარემოს დამცველი და 18 მეცნიერია. სიაში შევხვდებით, აგრეთვე, პოლიტიკოსებს, შოუ-ბიზნესის მენეჯერებს, (მაგალითად, სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” სცენარისტი, კალისტა საი) მსახიობებსა და ა.შ.

“ისინი გვიქმნიან წარმოდგენას იმაზე, როგორი შეიძლება იყოს სამყარო 2030 წლისთვის, თუ მას ქალები მართავენ” – ნათქვამია BBC-ის საიტზე.

კომენტარები

კომენტარი