ვიზუალური ხელოვნება კულტურა

გამოფენა “არჩევანი შენი”, რომელიც ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარების მაღალ მაჩვენებელს შეეხება, გრძელდება [ფოტო]

თავისუფლების მოედნის დიდ მიწისქვეშა გადასასვლელში გამოფენა “არჩევანი შენი” გრძელდება.

გამოფენაზე, რომელიც 21 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს, წარმოდგენილია გიორგი მასხარაშვილის, დავით მაჭავარიანისა და ანკა ბოჭორიშვილის მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომელთა კურატორიც ანა რიაბოშენკოა. სამივე ხელოვანი ეხმიანება ქვეყანაში არსებულ პრობლემას და ცდილობს, მაქსიმალურად დაანახოს საზოგადოებას ალკოჰოლის მოხმარების რისკები და შედეგები.

“საქართველოში, ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი მაღალია. ალკოჰოლის მოხმარება, ხშირად, ბავშვობის ასაკში იწყება. უფრო მეტიც, დალევის წახალისება ხდება ოჯახში. სუფრასთან, ალკოჰოლის მიღების დაძალების ტრადიცია, თითქმის მთელს ქვეყანაში დამკვიდრდა, ზოგიერთ რეგიონში კი, განსაკუთრებით ძლიერია. ხშირად, თანამეინახეების ხათრით, ან საკუთარი სურვილით, ერთ ჯერზე დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებაც გავრცელებულია, რაც განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

დაბალია ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ალკოჰოლის მოხმარებამ ორგანიზმს. ხშირად, ორსულმაც კი არ იცის, ნაყოფზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენების შესახებ. მეტიც, არც ექიმის მხრიდან იღებს მკაცრ მითითებას ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვაზე.

ქვეყანაში, ფართოდაა დამკვიდრებული მითი, რომ მცირე დოზით ალკოჰოლის რეგულარული მიღება, სასარგებლოა ადამიანისთვის, მაშინ როდესაც, არ არსებობს ალკოჰოლის მინიმალური უსაფრთხო დოზა ჯანმრთელობისთვის” – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

გამოფენა მომზადებულია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ალკოჰოლის პრევენციის 2019 წლის კამპანიის ფარგლებში ა(ა)იპ “არტინფო საქართველოს” მიერ და მხარდაჭერილია თბილისის მერიის მხრიდან.

Image may contain: one or more people and indoor
Image may contain: one or more people, people standing and indoor
Image may contain: one or more people, people standing, night and indoor
Image may contain: one or more people and indoor
Image may contain: 1 person, standing and shoes

კომენტარები

კომენტარი