არქიტექტურა, არქეოლოგია

ნეკრესის ტერიტორიაზე IV-V საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ სამარხებს მიაგნეს

მრავაწლიანი კვლევის შემდეგ, ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე უნიკალურ სამარხებს მიაგნეს, – ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.

აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ადრე ქრისტიანული ხანის ტაძრებისთვის დამახასიათებელი სამარხების საქართველოში არსებობას ადასტურებს. სიძველეების და ახალი არტეფაქტების მიგნებით სპეციალისტებმა ყვარელში, მდინარე დურუჯთან მდებარე სატაძრო კომპლექსზე არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

სამარხების ზომებმა ექსპედიციის მონაწილეები დაარწმუნა, რომ საქართველოში რომის იმპერიის და ადრეული ბიზანტიის მსგავსი ბაზილიკები იგებოდა.

კომენტარები

კომენტარი