კინო

Asia Pacific Screen Awards-ზე ქართული ფილმი “კომეტები” წარადგინეს

Asia Pacific Screen Awards-ის ჯილდოს მოსაპოვებლად ქართული ფილმი “კომეტები” იბრძოლებს.

კინოსურათი საუკეთესო სცენარის ნომინაციაშია წარდგენილი.

ფილმი, რომლის რეჟისორიც თამარ შავგულიძეა, ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულს აღწერს და მასში მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.

„კომეტების” სცენარზე რეჟისორმა თავადვე იმუშავა. პროდიუსერები კი თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე არიან. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.  

კომენტარები

კომენტარი