ლიტერატურა

ლიტერატურული პრემიის “საბა” წლევანდელი ფინალისტები გამოვლინდნენ


ლიტერატურული პრემიის „საბა“ წლევანდელი ფინალისტების სია პირველ 6 ნომინაციაში გამოქვეყნდა:

წლის საუკეთესო რომანი

აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება – ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)

გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)

ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ირაკლი მახარაძე, „კანვოი – რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)

დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)

ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)

სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)

ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური სულ 8 ნომინაციაში ავლენს: 

საუკეთესო რომანი

საუკეთესო პოეტურიკრებული

საუკეთესო პროზაულიკრებული

საუკეთესო პიესა

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

საუკეთესო ესეისტიკა დადოკუმენტური პროზა

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართულითარგმანი

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წელს “საბას” საპრიზო ფონდი გაიზარდა და გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად, 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო “ლიტერატურულ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” საპრიზო თახნა 8000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.

ცვლილებები ჟიურის შერჩევის წესშიც იყო. ჟიურის შემადგენლობა “საბას” საკონსულტაციო საბჭომ დაამტკიცებდა, რომელშიც შედიან “საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა”, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი”, “საქართველოს ეროვნული მუზეუმი”, “ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი”, “ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი” და “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი”.

მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნდა ორი ნომინაცია” საუკეთესო პიესა” და “საუკეთესო კრიტიკა”, ამ უკანასკნელში, ორგანიზატორების განცხადებით, პრემია მაინც არ გაიცემა, რადგამ ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

კომენტარები

კომენტარი