შემოქმედებითი ინდუსტრიები

19 ოქტომბერს გამოფენა Nasasjón იხსნება

19 ოქტომბერს, ქარვასლაში, თბილისის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა Nasasjón გაიხსნება.

გამოფენაში მონაწილეობს ექვსი ისლანდიელი მხატვარი ინგოლფურ არნარსონი, ივარ ვალგარდსონი, კრისტინ გ. ჰარდარსონი, სოლვეიგ ადალსტეინსდოტირი, რადჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი.

“ყველა მხატვარი ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნის, რომელიც დაიბადა 1954-1959 წლებში. გამოფენაზე კურატორები არიან რილდჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი.

გამოფენა პირველად მომზადდა გალერეა Olschewski & Behm-ისთვის (ახლა Kim Behm გალერეა) და გაიმართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2011 წელს, სადაც საპატიო სტუმარი ისლანდია იყო. ასევე იყო წარმოდგენილი ახალი ნამუშევრებით, გალერეა Peacock Visual Arts – ში, აბერდინი, შოტლანდია 2014 წელს; და Städtische Galerie Speyer, გერმანია, 2017 წელს.” – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

კომენტარები

კომენტარი