ლიტერატურა

ნახეთ: დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი იხსნება

16-20 ოქტომბერს საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგება პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“.

დღეს, საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს ეროვნულ სტენდი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ახალი სცენა ლიტერატურული და საგამომცემლო ღონისძიებებისათვის და გაიმართება ქართული საგამომცემლო სფეროს უცხოელ გამომცემლებთან შეხვედრა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით.

საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდზე ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა არის დაგეგმილი, რაც მოიცავს თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას. 

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 3 სივრცეში იქნება წარმოდგენილი: საქართველოს ეროვნული სტენდი,  გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი – Frankfurt Kids Foyer და ცალკე გამოყოფილი სივრცე „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“. აღნიშნულ სივრცეებში დაგეგმილ 20-მდე ღონისძიებაში 10-მდე ქართველი ავტორი, მეცნიერი და ილუსტრატორი მიიღებს მონაწილეობას (ბექა ადამაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, დავით ლორთქიფანიძე, თათია ნადარეიშილი, ეკა ტაბლიაშვილი, ივა ფეზუაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, არჩილ ქიქოძე).  

ქართველ ილუსტრატორებს ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დარბაზში სპეციალური სტენდი დაეთმობათ ილუსტრირებული წიგნების გამოსაფენად და ვორქშოპების ჩასატარებლად. გერმანელი კრიტიკოსები წარადგენენ ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებს (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“). გაიმართება დისკუსიები ქართველი და ნორვეგიელი მწერლების მონაწილეობით სერიაში „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები – საქართველო (2018) და ნორვეგია (2019), ქართველი პოეტები წარადგენენ ქართული პოეზიის ანთოლოგიას „საქართველოს გული – 33 პოეტი საქართველოდან“.გაიმართება რეზო გაბრიაძისა და  მერაბ მამარდაშვილის ახალი, გერმანულენოვანი წიგნების პრეზენტაცია, ხოლო სპეციალურ სტენდზე „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ დაგეგმილია ღონისძიებები სლოგანით „აღმოაჩინე საქართველო“.

Image may contain: indoor
Image may contain: 1 person, indoor
Image may contain: indoor
Image may contain: table and indoor
Image may contain: 2 people, people smiling, indoor
Image may contain: indoor
ფოტო: გვანცა ჯობავა
No photo description available.
ფოტო: გვანცა ჯობავა

კომენტარები

კომენტარი