ვიზუალური ხელოვნება

UNESCO პროექტის „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარება“ ფარგლებში ღია ფოტოკონკურსს აცხადებს

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) პროექტის – “აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარება” ფარგლებში, აცხადებს ღია ფოტოკონკურსს “ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა”.

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა “აღმოაჩინე აბრეშუმის გზა”. ნამუშევრები თემატურად უნდა მოიცავდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობის, ტრადიციული სპორტის და თამაშების, მუსიკისა და ცეკვის მიმართულებებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

ნამუშევრების მიღება წარმოებს 2020 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი