შემოქმედებითი ინდუსტრიები

საერთაშორისო საქველმოქმედო ასოციაცია „ვივაჩეს“ 10 წლის იუბილე და შვეიცარული UNICEF-ის 60 წელი

2019 წელს ასოციაცია “ვივაჩე”-ს (შვეიცარია) 10 წელი და UNICEF შვეიცარიაში 60 წელი შეუსრულდა. ამ ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს “ვივაჩე” ატარებს საქველმოქმედო კონცერტს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. კონცერტზე შემოწირული თანხები გადაეცემა UNICEF-ს საქართველოში და „ვივაჩეს”, ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობის მიზნით. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და შვეიცარიელი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები, სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები.

კონცერტს დაესწრებიან შვეიცარიის პარლამენტის პრეზიდენტი მარინა კარობიო გუსკეტი, რომელიც საქართველოში 28 ოქტომბერს შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება, ასევე შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი და საელჩოს საპატიო სტუმრები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ეროვნული საბჭო, როგორც შვეიცარიიდან, ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ის აუდიტორიაა, რომელიც დაეხმარება საქველმოქმედო კონცერტს ინვესტიციების მოზიდვაში ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

ასოციაცია „ვივაჩე“ შვეიცარიაში 2009 წელს დაარსდა, ხოლო ამავე სახელწოდების მქონე ფონდი 2015 წელს საქართველოში. ფონდ და ასოციაცია “ვივაჩე”-ს ორი ძირითადი მიზანი აქვს: ქართველი, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობა და ლტოლვილი, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა. ამ წლების განმავლობაში „ვივაჩე“-ს დახმარებით ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა მოიპოვა გრანტები, გაემგზავრა საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერკლასებზე, მოიპოვა სტიპენდიები. „ვივაჩე“-მ შეიძინა თანამედროვე მუსიკალური ლიტერატურა სასკოლო ბიბლიოთეკებისათვის, გადასცა ახალი ინსტრუმენტები თბილისის სამუსიკო სკოლებს და მრავალი სხვა. “ვივაჩე”დაინტერესებულია საქართველოსა და შვეიცარიას შორის კულტურული ურთიერთობის გაფართოვებით და ამ მიზნით ფონდმა განახორციელა ქართველი და შევეიცარელი მუსიკოსების არაერთი კონცერტი შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი