ვიდეოები სტილი, დიზაინი

Chanel-მა გამოუშვა მინი-ფილმი კაცებზე, რომლებმაც კოკო შანელზე დიდი გავლენა იქონიეს

Chanel-ის ანიმაციური ფილმების სერიის, Inside Chanel-ის 26 ეპიზოდი, სახელწოდებით “Masculine as her muse”, იმ მამაკაცების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც კოკო შანელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონიეს.

ფილმში მოთხრობილია კოკო შანელის შემოქმედებაში არსებული არც ისე აშკარა ალუზიების შესახებ. მისი საყვარელი მამაკაცი, არტურ კეპელი, სალვადორ დალი, პაბლო პიკასო – უამრავმა დიდებულმა მამაკაცმა დატოვა კვალი შანელის, როგორც დიზაინერისა და პარფიუმერის შემოქმედებაზე.

კოკო შანელი ცნობილია იმითაც, რომ თავისი კოლექციების შთაგონებად ხშირად იყენებდა მამაკაცის სამოსს. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაათავისუფლა ისინი მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. სწორედ, ამ თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ გახადა ის XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. 

პროექტი Inside Chanel-ი ანიმაციური ფილმების სერიაა, რომლის ყველა ეპიზოდიც მოდის სახლისა და მისი დამაარსებლის, კოკო შანელის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს.

კომენტარები

კომენტარი