კინო

ცნობილია, ვინ იქნება ქალი-კატა ახალ “ბეტმენში”

მრავალთვიანი განხილვისა და ინტერნეტში გავრცელებული უამრავი ჭორის შემდეგ, ახალხან, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალ “ბეტმენში” ქალი-კატას როლს ზოი კრავიცი შეასრულებს. მედიის ცნობით, ფილმის რეჟისორი, მეთ რივზი, ამ როლზე თავიდანვე კრავიცის კანდიდატურას განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ მეთ რივზის ფილმი კომპანია Warner Bros-ის პროექტია, რომელშიც მთავარ როლს რობერტ პატინსონი შეასრულებს. ცნობილია, რომ ფილმი გმირის ტრადიციულ ისტორიას მოგვითხრობს, გვაჩვენებს, როგორ გახდა ბეტმენი გოთემის მთავარი მცველი. სიუჟეტის მიხედვით, ქალ-კატას, სელინ კლაინს, ბეტმენის მოწინააღმდეგედ ვიხილავთ.

“ბეტმენისთვის” მსახიობების შერჩევა ამ დრომდე გრძელდება. ფილმის გადაღებები 2020 წლის დასაწყისში იგეგმება.

«Бэтмен» с Робертом Паттинсоном нашел свою Женщину-кошку
зои кравиц-ის სურათის შედეგი

კომენტარები

კომენტარი