ვიდეოები კინო

ნახეთ: “ლედი და მაწანწალას” ახალი ტრეილერი გავრცელდა

როგორც იცით, კომპანია Disney ანიმაციური ფილმის, “ლედი და მაწანწალას” რიმეიქზე მუშაობს.

ცნობილია, რომ ფილმის პერსონაჟებს ნამდვილი ძაღლები განასახიერებენ. მაწანწალას როლს ძაღლი, სახელად მონტე შეასრულებს და მას მსახიობი ჯასტინ ტერუ გაახმოვანებს. ლედის როლში კი კოკერ-სპანიელს, სახელად როუზს ვიხილავთ, რომელსაც მსახიობი ტესა ტომპსონი გაახმოვანებს.

ფილმის რეჟისორი ჩარლი ბინია, სცენარზე კი ენდრიუ ბუჟალსკი მუშაობს. ანიმაციური ფილმის რიმეიქის პრემიერა 12 ნოემბერს სტრიმინგ-სერვის Disney+ -ზე შედგება.

“ლედი და მაწანწალა” ეკრანებზე 1955 წელს გამოვიდა. ის გახლავთ Walt Disney Productions-ის რიგით მეთხუთმეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.

სიუჟეტის მიხედვით, ინგლისური კოკერ-სპანიელი, ლედი, გაიცნობს ქუჩის მაწანწალა ძაღლს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება.

ფილმი ეფუძნება უორდ გრინის მოთხრობას “ბედნიერი დენი, ცინიკური ძაღლი“. 

კომენტარები

კომენტარი