ლიტერატურა

ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდმა და ბერნანდინ ევარისტომ მიიღეს

ინგლისურ ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „ბუკერის პრემიის“ წლევანდელი გამარჯვებულები კანადელი მარგარეტ ეტვუდი და ბრიტანელი ბერნანდინ ევარისტო გახდნენ.

დაჯილდოეჯის ცერელონია ლონდონში 14 ოქტომბერს გაიმართა.

შორთლისტში, რომელიც 6 წევრისგან შედგებოდა, ცნობილ კანადელ მწერალთან, მარგარეტ ეტვუდთან და ბრიტანელ მწერალთან, ბერნარდინო ევარისტოსთან ერთად, სალმან რუშდის, ელიფ შაფაქის, ნიგერიელი მწერლისა და ლიტერატურის პროფესორის, ჩიგოზია ობიომას და შოტლანდიაში მოღვაწე ამერიკელი მწერლის, ლუსი ელმანის ნამუშევრები გვხვდებოდა.

მარგარეტ ეტვუდი (კანადა) –  The Testaments

სალმან რუშდი (ბრიტანეთი/ინდოეთი) – Quichotte

ელიფ შაფაქი (ბრიტანეთი/თურქეთი) – 10 Minutes 38 Seconds in This Strange World 

ლუსი ელმანი (აშშ/ბრიტანეთი) – Ducks, Newburyport

ჩიგოზია ობიომა (ნიგერია) – An Orchestra of Minorities

ბერნარდინო ევარისტო (ბრიტანეთი) – An Orchestra of Minorities 

ბუკერის პრემია ინგლისური ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ის ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა. 2019 წელს პრემიის ორგანიზატორებმა ჯილდოდ 50,000 ფუნტი სტერლინგი დააწესა, რომელიც ავტორსა და მთარგმნელზე თანაბრად განაწილდება.

კომენტარები

კომენტარი