კინო

დევიდ კრონენბერგი საკუთარი წიგნის მიხედვით სერიალს გადაიღებს

კანადელი რეჟისორი და პროდიუსერი, დევიდ კრონენბერგი, რომელიც ცნობილია ფილმებით: “შეჯახება”, “სახიფათო მეთოდი”, “ობობა” და სხვ. Netflix-ისთვის სერიალს გადაიღებს.

კრონენბერგი სერიალს საკუთარი წიგნის “Consumed” მიხედვით გადაიღებს, რომელიც 2014 წელს გამოვიდა.

სიუჟეტის ცენტრში ფოტოჟურნალისტები ნაომი და ნათანი არიან, რომლებიც ყვითელ პრესაში მუშაობენ. ნაომი პარიზის ერთ-ერთ ბინაშ მომხდარ მკვლელობას იძიებს და დამნაშავეზე ნადირობს, ნათანი კი ბუდაპეშტში, ორგანოებით ვაჭრობის საქმეზე მუშაობს.

რომანში უამრავი თემაას მოიცავს. მათ შორის, განხილულია ჩრდილოეთ კორეის გეოპოლიტიკური ვითარება, კანის კინოფესტივალი, აღწერილია, ასევე, მრავალფეროვანი სექსუალური სცენები.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კრონენბერგს ვენეციის კინოფესტივალის “საპატიო ოქროს ლომი” გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი