ვიდეოები კინო

ნახეთ: “უცნაური ამბების” ვარსკვლავმა ჯოკერის პაროდია გააკეთა

სერიალ “უცნაური ამბების” ვარსკვლავმა, დევიდ ჰარბორმა, ჯოკერის პაროდია გააკეთა.

მისი გმირი სეზამის ქუჩის მკვიდრი, ოსკარ გრაუჩია, რომელიც ნაგვის მანქანაზე მუშაობს. ის ვეღარ უძლებს ცხოვრების უსამართლობას. ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც, ერნისა და ელმოს ჩათვლით, წარუმატებლები არიან. ოსკარი გადაწყვეტს შური იძიოს და გრაუჩი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორ ტოდ ფილიპსის ფილმის, “ჯოკერის” პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და ფესტივალის მთავარი პრიზიც მოიპოვა.

ფილმში მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. სიუჟეტი 80-იანი წლების გოთემში ვითარდება. მთავარი გმირი, არტურ ფლეკი, კლოუნია დაქირავებით, რომელიც სთენდ-აფ კომიკოსობაზე ოცნებობს და თავისი ადგილის პოვნას უშედეგოდ ცდილობს. ის ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, მაგრამ ცხოვრება დარტყმას დარტყმაზე აყენებს. მისი მოთმინება იწურება და ერთხელაც გადაწყვეტს, გამოსცადოს ახალი გზა, რომელიც მას, საბოლოოდ, სადისტ კლოუნად აქცევს.

კომენტარები

კომენტარი