შემოქმედებითი ინდუსტრიები

10 პირველი პროდუქტი ყველაზე ცნობილი ბრენდებისგან

მსოფლიოში ათასობით ტრასნაციონალური კორპორაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველგანაა მოდებული. ჩვენ ხელში გვიჭირავს Apple-ს ან Samsung-ის პროდუქტცია, ვუყურებთ Sony-ს ტელევიზორს, გვაცვია Amazon-იდან გამოწერილი ტანსაცმელი და ასე შემდეგ, თუმცა არ ვიცით, რომ ამ უზარმაზარი კომპანიების უკან ერთ დროს ან საერთოდ სხვა რამ, ან ძალიან მიზერული ჩანაფიქრი იდგა.

SONY – ელექტრო საცხობი

SONY DSC

იაპონური ბრენდის, SONY-ს პირველ პროდუქტად ელექტრო საცხობი ითვლება. იაპონელმა გამომგონებლებმა, მასარუ იბუკამ და აკიო მორიტამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოიგონეს ბრინჯის ელექტრო საცხობი, რადგან გაზი არავის ჰქონდა, ხოლო ძირითადი ელექტროენერგია იყო.

Amazon – ონლაინ წიგნების მაღაზია

amazon online bookstore-ის სურათის შედეგი

1994 წელს, ჯეფ ბეზოსმა ამ იდეას თავდაპირველად “კადაბრა” დაარქვა, თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და დღეს ჩვენ წინაშეა Amazon-ი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანია.

Nintendo – სამაგიდო თამაში

Card Game (1889)

Nintendo, ვიდეო თამაშების ბრენდია, რომელსაც 1980-იანი და 90-იანი წლების ისეთი პოპულარული თამაშები ეკუთვნის, როგორებიცაა Mario, Legend of Zelda და Pokemon. ნინტენდო დაარსდა 1889 წელს, როგორც სათამაშო ბარათების კომპანია და მდებარეობდა იაპონიაში, კიოტოში. კარტები (სახელწოდებით hanafuda, ან “ყვავილების ბარათები”) პოპულარული იყო იმ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ბანდებს შორის, რომლებიც იაპონიის სათამაშო დარბაზებში იკრიბებოდნენ. კომპანიის წარმოშობა მისი სახელითაცაა ასახული – სამი პერსონაჟის გაყოფა – “Nin-ten-do”, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება – “დატოვე იღბალი სამოთხეში”

LEGO – ხის სათამაშოები

Wooden Toys (1923)

დანიაში, ოლე კირკ ქრისტიანსენმა 1930-იან წლებში ავეჯის გასაკეთებლად ხის მასალის ძებნა ბავშების სათამაშოებში დაიწყო. LEGO–ს თავდაპირველ პროდუქციაში შედის სათამაშო მატარებლები, ავტომობილები, თუმცა პირველ პროდუქტად ხის იხვია მიჩნეული, რომელიც ბორბლებზე დგას.

Apple – პირველი კომპიუტერი

Computer Apple I (1976)

ს. ჯობსმა, ს. ვოზნიაკმა და რ. ვეინმა 1975 წელს მიკროკომპიუტერი გამოიგონეს. ვოზნიაკი ამბობდა, რომ ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კლავიატურის მეშვეობით ადამიანი ეკრანზე პირდაპირ ხედავდა, რასაც კრეფდა.

Google – საძიებო ველი

Search Engine (1998)

„Google-ის“ იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სამეცნიერო-კვლევით პროექტში დაიაბადა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლის ავტორები იყვნენ ლერი პეიჯი და სერგეი ბრინი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი საძიეობა სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს „BackRub” უწოდეს. ცოტა ხნის შემდგომ შეცვალეს სახელი და „გუგლი“ დაარქვეს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან “Googol” და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნული. ამ სისტემის შემქნელები ამბობდნენ, რომ სურდათ „გუგლი“ მომსახურებოდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საშუალებით. Sun Microsystems-ის დამფუძნებლის ენდი ბეხტოლშეიმის სახელს უკავშირდება კომპანია „Google-ის“ ლათინური მართლწერა – “Google”. ენდიმ, რომელიც იყო პირველი ინვესტორი ამ გიგანტში, ჩეკის გამოწერისას დაუშვა შეცდომა და სახელი დაწერა იმ ასოთა თანამიმდევრობით როგორც დღეს „გუგლი“ იწერება ლათინურად. 

Samsung – სავაჭრო მაღაზია

Grocery Trading Store (1938)

კომპანია სამსუნგ ელექთრონიქსი პირველად 1938 წელს, როგორც სასურსათო სავაჭრო მაღაზია, ისე დაფუძნდა. ცნობილი ბრენდი კი ხელმეორედ1969 წელს, როგორც ფირმა სანიოს ტელევიზორების ამწყობი საამქრო, ისე დაარსდა. დღეისათვის კი სამსუნგ გრუპის უმსხვილესი წევრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმძლავრესი საწარმო ელექტროტექნიკის წარმოებაში (3-ე ადგილზეა მსოფლიოში). 2006 წლიდან კომპანიის პროდუქცია „პრემიუმ“ კლასში გადავიდა. სიტყვა სამსუნგი ჩინურ ენაზე „სამ ვარსკვლავს“ ნიშნავს და სანსინად წარმოითქმის. კორეულად კი ეს სიტყვა ჟღერს როგორც სამსონი და ერთობ გაურკვეველი, არაერთმნიშვნელოვანი ახსნა აქვს: ნათელი გზა ან სწრაფვა უკეთესობისკენ;

McDonald’s – სწრაფი კვების ობიექტი

Fast-Food Restaurant (1955)

კომპანია 1940 წელს დააარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდინოში(კალიფორნია).

1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s – ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება.

კომენტარები

კომენტარი