საშემსრულებლო ხელოვნება

“ვაჩვენოთ რუსეთს, როგორ შეგვიძლია ცეკვა” – Oscar and The Wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and The Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა.

„მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა, მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან  ოვაციები დაიმსახურა. საათ-ნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. 

ბელგიური ჯგუფს Oscar &the wolf-ს საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. მათ შორის არის ბრიტანელი კომპოზიტორ-შემსრულებელი ელტონ ჯონი, რომელმაც 2017 წელს კოლექტივს ბელგიის მონაპოვარი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი