საშემსრულებლო ხელოვნება

10 საუკეთესო კომპოზიცია | Telepopmusik

ფრანგული ელექტრონული მუსიკის ჯგუფის, Telepopmusik-ის წევრი ქრისტოფ ჰეტიე 19 ოქტომბერს, თბილისს, SPACEHALL-ში ეწვევა.

პოპულარული ჯგუფის წევრები თავდაპირველად ბას-გიტარისტი ფაბრის დიუმონი (Fabrice Dumont) და მასშტაბური სოლო პროექტებით ცნობილი სტეფან ჰერიც (Stephan Haeri) იყვნენ, თუმცა ფრანგული კოლექტივი დაიშალა. მთავარი წევრების გარდა, ჯგუფში მოწვეული მუსიკოსებიც მოღვაწეობდნენ: ანჟელა მაკ-კლასკი, მაუ და დებორა ანდერსონი. სებასტიან ბუფე და ნარუმი ომორი.

Telepopmusik-ს ჰქონდა 100-ზე მეტი კონცერტი სტამბოლში, მოსკოვში, გლასტონბერის ფესტივალზე, ნიუ-იორკსა და პუერტო-რიკოში. ჯგუფის ალბომმა “Genetic World” კრიტიკული და სახალხო აღიარება მოიპოვა Victoires de la Musique Awards-სა და US Grammy Awards-ზე. ის გახდა პირველი ფრანგული ალბომი, რომელიც გაყიდვების რეკორდული რაოდენობით მსოფლიო ბაზარზე ლიდერია.

ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია კი ამავე ალბომიდან “Breathe” გახდა, რომელიც კომპანიამ “მიცუბიში” 2003 წელს საკუთარი ახალი ავტომანქანის მოდელის “Outlander” სარეკლამო რგოლისთვის გამოიყენა.

2019 წლის ზაფხულის ტურის დასასრულს სექტემბერში ბენდის ახალი ალბომი გამოვა, რომლის პრეზენტაციაც სწორედ აღნიშნულ წვეულებაზე მოხდება.

ღონისძიება პროექტ DigitalGift Music Series-ს ფარგლებში იმართება. DigitalGift Music Series არის 8 თვეზე გაწერილი ივენთების სერია, რომლის პირველ ნაწილსაც შეადგენს ფრანგული კოლექტივის საღამო.

“არტნიუსი” გთავაზობთ Telepopmusik-ის 10 საუკეთესო კომპოზიციას:

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი