კინო

5 უცნობი და საინტერესო ფაქტი “ჯოკერზე”

ტოდ ფილიპსის მიერ გადაღებული ახალი ფილმის “ჯოკერი” პრემიერა 3 ოქტომბერს, ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, სადაც საუკეთესო ფილმის წოდება მიიღო და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

პირველი კვირის მონაცემებით, კინოსურათის შემოსავლებმა აშშ-ში 93.5 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო გაქირავებაში ამჟამინდელი მდგომარეობით 234 მილიონ დოლარზე მეტს ითვლიან.

ფილმმა არნახულ წარმატებას მიაღწია, მასზე საუბარი ჯერ არ შეწყვეტილა და ეს მოცემულობა ახლო მომავალშიც გაგრძელდება.

უცხოურ პრესაში ცნობილი გახდა რამდენიმე უცნობი ფაქტი, რომელიც ფილმს უფრო საინტერესოს ხდის:

ჰოაკინ ფენიქსი ფილმში ჯოკერის პერსონაჟისთვის სიცილს იმ ადამიანების ვიდეოების ყურებით სწავლობდა, რომლებიც პათოლოგიური სიცილით იტანჯებიან.

ჰოაკინ ფენიქსმა როლისთვის 23 კილო დაიკლო.

ჰოაკინ ფენიქსი და ჰიტ ლეჯერი სინამდვილეში კარგი მეგობრები არიან.

ფილმში სააბაზანოში ცეკვა არა რომელიმე ქორეოგრაფს, არამედ ჰოაკინს ეკუთვნის, მან წარმოდგენა იმპროვიზირებულად შემოგვთავაზა.

ჰოაკინი როლისთვის მოძრაობებს მუნჯური კინოს ისეთი ვარსკვლავებისგან სწავლობდა, როგორებიც იყვნენ რეი ბოლგერი და ბასტერ კეტონი.

კომენტარები

კომენტარი