საშემსრულებლო ხელოვნება

არTRACKომენდაცია: დღეს მოსასმენი 5 კომპოზიცია

საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსი” რუბრიკის “არTRACKომენდაცია” ფარგლებში, გთავაზობთ დღეს მოსასმენ 5 კომპოზიციას.

Timber Timbre – Black Water

Timber Timbre კანადური მუსიკალური ჯგუფია, რომელიც კანადურ ფოლკლორს ეფუძნება. ჯგუფი მუსიკოსებმა: მიკა პოსენმა, საიმონ ტროტიერმა და ეილორ კირკმა შექმნეს. ჯგუფმა, რომელიც ბლუზის, როკისა და ფსიქოდელიური ფოლკის შორის განთავსდა, თავისი ორ წლიანი არსებობის მანძილზე ორი დამოუკიდებელი ალბომი შექმნა. მათ შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპოზიცია კი Black Water-ია.

Michell Gurevich – Party Girl

მიშელ გურევიჩი კანადაში დაიბადა, რუსულ-ებრაული ოჯახში და ტორონტოს რუსული დიასპორის წრეში გაიზარდა. 2010 წელს ტორონტოდან  ევროპაში, კერძოდ, ბერლინში გადასახლდა და უკვე რამდენჯერმე ეწვია კონცერტებით რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც მისი მუსიკა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სწორედ რუსულმა და აღმოსავლეთევროპულმა მუსიკამ, ემიგრანტი მშობლებისგან მიღებულმა ერთგვარმა მემკვიდრეობამ, იქონია ყველაზე ძლიერი გავლენა მის შემოქმედებასა და მუსიკალურ გემოვნებაზე. ამ გავლენას მომღერალი ასე ახასითებს – „მელოდიების სტილი, ზოგადი გრანდიოზულობა, აგრეთვე, გამოხატვის ტრაგიკომიკური და სენტიმენტალური ფორმა, ერთდროულად პირქუში და სადღესასწაულო“.

Six Foe – Seasons

ვისაც ელექტრონული მუსიკა აინტერესებს, Six Foe-ს აღნიშნული კომპოზიცია ნამდვილი მიგნება იქნება, რადგან ჰაუსის, ტექნოს და გეტო სტილის ნაზავი ძალიან ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

Michailo – Gagma Napiri

Michailo – მიხაილო თოდუას პროექტია. ახალი სტუდიური ჩანაწერი Solitude to Sanctuary არტისტმა დაახლოებით 1 თვის წინ, ავსტრალიურ ლეიბლზე Rebellie Music გამოსცა. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 11 ოქტომბერს, მუსიკოსმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა, სადაც სასჯელს 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის იხდიდა.

Oscar and the Wolf – Breathing

მოღვაწეობის ოთხი წლის თავზე Oscar and the Wolf-ის პოპულარობა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას თავად ბენდის წევრები წარმოიდგენდნენ. ისეთი უკომპრომისო ვოკალით რომელიც Max Colombie-ს გააჩნია და იმ გარემოში სადაც სასიამოვნო R&B და ინდი ელექტრო იყრის თავს, შეუძლებელია Oscar and the Wolf-მა პირველივე მოსმენისას დიდი ჩთაბეჭდილებები არ დაგიტოვოს. შეგახსენებთ, რომ დღეს წერეთელზე, რაფაელ აგლაძის 32 ნომერში ბელგიური ჯგუფის წარმოდგენა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი