საშემსრულებლო ხელოვნება

მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

გუშინ, 11 ოქტომბერს მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

როგორც პენიტენციური სამსახურიდან აცხადებენ, მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, შესაბამისად, მიხაილოს ელექტროსამაჯური ეკეთება. 

მუსიკოსი 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა.


კომენტარები

კომენტარი