კინო

“კონკიას” ახალ ეკრანიზაციაში ფერიის როლი, შესაძლოა, კაცმა შეასრულოს

როგორც იცით, კომპანია Sony ცნობილი ზღაპრის, “კონკიას” ახალ, მუსიკალურ ეკრანიზაციას იღებს, რომლის პროდიუსერიც ჯეიმს კორდენია. უკვე ცნობილია, რომ ფილმში მთავარ როლს კამილა კაბელიო შეასრულებს.

ახლახან, The Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “კონკიას” ახალ ეკრანიზაციაში მომღერალი და მსახიობი, ბილი პორტერიც მიიღებს მონაწილეობას. ის ფერიის როლზე განიხილება. გამოცემის ცნობით, კომპანია Sony სერიალის “პოზა” ვარსკვლავთან, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ფილმის სიუჟეტი უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ ის კლასიკური ზღაპრის თანამედროვე ვარიანტი იქნება.

ბილი პორტერი ამერიკელი მსახიობი და მომღერალია, რომელსაც მიღებული აქვს “ემის”, “გრემისა” და “ტონის” ჯილდოები. ნომინირებული იყო “ოქროს გლობუსზეც”.

კომენტარები

კომენტარი