კულტურა

Independet: რატომ არის საქართველო მოთხილამურეებისთვის საუკეთესო ადგილი

გამოცემა Independet საქართველოს შესახებ სტატიას შემდეგი სათაურით “რატომ არის საქართველო მოთხილამურეებისთვის საუკეთესო ადგილი” აქვეყნებს.

“თუ ღრმა თოვლი, მთიანი ხედები და ცარიელი ფერდობები გიზიდავს, აუცილებლად ჩაწერე შენს სიაში საქართველო” – წერს გამოცემის ჟურნალისტი ალფ ელდერსონი.

სტატიაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ მესტიაში განთავსებული უძველესი შენობები და სვანური კოშკები მნახველებს “სამეფო კარის თამაშებს” გაახსენებს.

თეთნულდისკენ მიმავალი ჭუჭყიანი გზა მოგზაურობის დროს კიდევ ნახევარი საათით ზრდის, მაგრამ როდესაც საბოლოოდ იქ მოხვდებით, დარწმუნდებით, რომ ფანტასტიკური პანორამა და ცარიელი ფერდობები საუკეთესო იდეა იყო“, – წერს Independent-ი.

კომენტარები

კომენტარი