ვიდეოები

ვიდეო: DJ Fatboy Slim-მა გრეტა თუნბერგის გამოსვლა ტრეკში გამოიყენა

DJ Fatboy Slim-მა დაუკრა რემიქსი, რომელშიც თავისი ცნობილი ტრეკი “Right here, Right now” და შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის სიტყვები გააერთიანა. ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და დიდი პოპულარობაც მოიპოვა.

Fatboy Slim-მა სოციალურ ქსელში რემიქსის ლაივ ვერსიაც გაავრცელა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, გეიტსჰედში გამოსვლისას არის გადაღებული.

ტრეკში გამოყენებულია გრეტა თუბერგის სიტყვები, რომელიც მან ნიუ-იორკში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე წარმოთქვა. 16 წლის აქტივისტმა სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურები ეკოლოგიაზე არასაკმარისი ზრუნვის გამო მკაცრად გააკრიტიკა და კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების იგნორირებაში დაადანაშაულა. თუნბერგის თქმით, სანამ ძალაუფლების მქონენი მხოლოდ ფულითა და ეკონომიკური ზრდით არიან დაინტერესებულნი, მსოფლიოში ინგრევა ეკოსისტემები და იხოცებიან ადამიანები. “როგორ ბედავთ! თქვენი ფუჭი სიტყვებით ჩემი ბავშვობა და ოცნებები მომპარეთ!“ – განაცხადა თუნბერგმა.

კომენტარები

კომენტარი