ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია

სტოკჰოლმში, 10 ოქტომბერს, ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში გამოავლინეს.

2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ავსტრიელი მწერალი და მთარგმნელი, პეტერ ჰანდკე გახდა. მასთან ერთად, დაჯილდოვდა ნობელის პრემიის 2018 წლის ლაურეატიც, ოლგა ტოკარჩუკი. ეს იმიტომ, რომ, როგორც გახსოვთ, წინა წელს შვედეთის აკადემია სკანდალში გაეხვა და ლიტერატურის დარგში პრემია არ გაცემულა.

პეტერ ჰანდკე ავსტრიელი მწერალი და დრამატურგია. ნობელის პრემიამდე მას არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მათ შორის, გახლავთ შილერის მემორიალური ჯილდოს ლაურეატი. ჰანდკე, არის, ასევე, ვიმ ვენდერსის ცნობილი ფილმის “ცა ბერლინის თავზე” სცენარისტი.

ოლგა ტოკარჩუკი თანამედროვე პოლონური ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. გასულ წელს, ნობელის პრემიის გარდა, მან ბუკერის პრემიაც მიიღო და პირველი პოლონელი მწერალი გახდა, რომელმაც ეს პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მიიღო. ტოკარჩუკი არის, აგრეთვე, ვილენიცის პრემიის ლაურეატი.

ნობელის პრემია შვედმა ინჟინერმა, ქიმიკოსმა და გამომგონებელმა, ალფრედ ბ. ნობელმა დააარსა. ის 1902 წლიდან გაიცემა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა.

ლიტერატურის დარგში, ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ფრანგი პოეტი და ესეისტი, სული პრუდომი გახდა.

კომენტარები

კომენტარი