კინო საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინეთ: Spotify-ზე “ჯოკერის” საუნდტრეკები ხელმისაწვდომია

ტოდ ფილიფსის რეჟისურით გადაღებული “ჯოკერის” საუნდტრეკები Spotify-ზე უკვე ხელმისაწვდომია. მათი შემქმნელი ისლანდიელი მუსიკოსი ჰილდურ გუდნადოტირია, რომელმაც ემის მფლობელი მინისერიალისთვისაც “ჩერნობილი” შექმნა ნამუშევრები.

ახალი “ჯოკერის” ინსპირაცია DC-ს კომიქსის ამავე სახელწოდების გმირი გახდა. ფილმი პროდიუსერულ კომპანია Warner Bros. Pictures-ს ეკუთვნის. მისი პრემიერა 2019 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.

“ჯოკერის” სიუჟეტი 80-იანი წლების გოთემში ვითარდება. მთავარი გმირი, არტურ ფლეკი, კლოუნია დაქირავებით, რომელიც სთენდ-აფ კომიკოსობაზე ოცნებობს და თავისი ადგილის პოვნას უშედეგოდ ცდილობს. ის ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, მაგრამ ცხოვრება დარტყმას დარტყმაზე აყენებს. მისი მოთმინება იწურება და ერთხელაც გადაწყვეტს, გამოსცადოს ახალი გზა, რომელიც მას, საბოლოოდ, სადისტ კლოუნად აქცევს.

DC-ის საკულტო ბოროტმოქმედი, ბეტმენის მთავარი მტერი, ეკრანზე არაერთხელ გამოჩენილა, თუმცა ფილიპსის ფილმში პირველად ვიხილავთ მის ისტორიას, იმას, თუ როგორ გახდა უბრალო ადამიანი ჯოკერი.

კომენტარები

კომენტარი