კინო

“იქს ადამიანების” შექმნელებს პლაგიატში ადანაშაულებენ

ანიმაციური სერიალის, “იქს ადამიანების” შემქმნელებს: სტუდია Marvel-ს, ტელევიზია Buena Vista Television-ს, Amazon-ს, Apple-სა და სტუდია Haim Saban-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან. იურისტი ზოლტან კრისკო ამტკიცებს, რომ 1990-იან წლებში გამოსული მულტისერიალის, “იქს ადამიანების” მუსიკა 1980 წლის უნგრული სერიალის “ლინდას” საუნდტრეკის იდენტურია.

“ლინდა” უნგრეთში საკმაოდ პოპულარული სერიალია. მისი ამოცნობა მთელ ქვეყანას სწორედ, თავისი საუნდტრეკის წყალობით შეუძლია» – ნათქვამია სასამართლოში შეტანილ სარჩელში.

“საუნდტრეკმა დიდი წვლილი შეიტანა ჯერ მულტისერიალის, შემდეგ კი “იქს ადამიანების” მრავალმილიარდიანი კინოფრენჩაიზის ფინანსურ წარმატებაში” – აღნიშნავს კრისკო.

“იქს ადამიანების” შემქნელ კომპანიებსა და სტუდიებს ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი