კინო

ახალ “მატრიცაში” ერთ-ერთ მთავარ როლს აჰია აბდულ მატინი შეასრულებს

საშინელებათა ფილმის “ჩვენ” და ბლოკბასტერ “აკვამენის” ვარსკვლავი, აჰია აბდულ მატინი ახალი “მატრიცის” სამსახიობო გუნდს შეუერთდა. მას ერთ-ერთი მთავარი როლი ერგო ფილმში, რომლის სიუჟეტის დეტალებიც, ჯერჯერობით, საიდუმლოდ რჩება.

გამოცემა Variety-ი ცნობით, ფილმის სცენარისტი და რეჟისორი, ლანა ვაჩოვსკი, დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა მსახიობს ამ როლისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჰია აბდულ მატინი მორფეუსის ახალგაზრდობას განასახიერებს. მანამდე, ამ როლს ლორენს ფიშბორნი ასრულებდა, რომლის მონაწილეობაც ახალ პროექტშ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ვაჩოვსკისთან ერთად, ფილმის სცენარზე ალექსანდრ ჰემონი და დევიდ მიტჩელი იმუშავენებ. ახალ პროექტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ფილმში კიანუ რივზი და კერი ენ მოსიც მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი