საშემსრულებლო ხელოვნება

ჯარედ ლეტოს თავის ფიგურა მოპარეს

მსახიობმა და მუსიკოსმა ჯარედ ლეტომ დაკარგა საკუთარი თავის მულაჟი, რომლითაც წლევანდელ Met Gala-ზე დიდი ეფექტი მოახდინა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად იყო მისი თავის ფიგურა, ლეტომ ასე უპასუხა:

“გულწრფელად რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს სად არის. ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მოიპარა. თუ ვინმე იპოვით, გთხოვთ, გუჩის უახლეს მაღაზიაში მიიტანოთ და უფასოდ გადაგიცვლიან ჭუჭყიან სპორტულ ფეხსაცმელში”, — თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ლეტოს სამეჯლისო კოსტიუმი სწორედ ამ ბრენდმა შექმნა.

2019 წლის მაისში გამართულ მეთ გალაზე ოსკაროსან მსახიობს ბრილიანტებით გაწყობილი გრძელი წითელი მანტია ემოსა, თუმცა მთავარი აქსესუარი სწორედ მისი ანალოგი თავი იყო, რომელსაც 47 წლის მსახიობი ხელჩანთასავით დაატარებდა.  

კომენტარები

კომენტარი