სტილი, დიზაინი

ნახეთ: ვინ არის Victoria’s Secret-ის პირველი არასტანდარტული პარამეტრების მოდელი

ქალის თეთრეულის ცნობილმა ბრენდმა, Victoria’s Secret-მა, როგორც ჩანს სტრატეგია შეცვალა. ცოტა ხნის წინ, მან ჯერ ტრანსგენდერ მოდელთან, ვალენტინო სამპაიოსთან დაიწყო თანამშრომლობა, ახლა კი პირველად გაუფორმა კონტრაქტი არასტანდარტული პარამეტრების, ე.წ. “პლუს საიზ” მოდელს.

ალი ტეიტ კატლერთან კონტრაქტი Bluebella-სთან ახალი კოლაბორაციის ფარგლებში გაფორმდა. ბრენდის ახალი კოლექციაც, სწორედ, კატლერმა წარადგინა.

მოდელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გადაღებებიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

“როგორც ჩანს, მე Victoria’s Secret-ის პირველი მოდელი ვარ, რომელიც XL-ის ზომის სამოსს იცვამს. თინეიჯერი რომ ვიყავი, ამ ბრენდის მოდელები ჩემი ეტალონები იყვნენ” – წერს კატლერი ინსტაგრამზე.

ერთ-ერთ ინტერვიუში კატლერმა ისიც აღნიშნა, რომ საკუთარი წონას უჩვეულოდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ასეთი პარამეტრები უამრავ ამერიკელს აქვს. მოდის ჟურნალების ყდებზე გამოჩენით, კატლერს სურდა, სხვა ქალებისთვის დაენახებინა, რომ მიმზიდველობა და სექსუალურობა ნებისმიერი წონის მქონე ქალისთვის არის შესაძლებელი.

“სილამაზე სულის მდგომარეობაა და არა ტანსაცმლის ზომა” – აღნიშნა მოდელმა.

კომენტარები

კომენტარი