შემოქმედებითი ინდუსტრიები

პიანისტი ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელს კონცერტს უძღვნის

ჯაზმენი და პიანისტი ბექა გოჩიაშვილი 10 ოქტომბერს გია ყანჩელისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.

მუსიკალური საღამო ხვალ რესტორან რესპუბლიკაში გაიმართება.

“ბილეთები არ არის, ჯავშნით მაგიდებს და დეტალებს გეტყვიან დაჯავშნის დროს. ხვალ გელოდებით. ფეხზე დასადგომადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ ადგილზე”, — წერს მუსიკოსი ფეისბუქზე.

გია ყანჩელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კომპოზიტორი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. კომპოზიტორი 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი