ლიტერატურა

სტუდენტი გიორგი ცერაძე – “სამოთრაკის დიდებული გამარჯვება”

“ARTNEWS-ი” გთავაზობთ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის გიორგი ცერაძის წერილს “სამოთრაკის დიდებულ გამარჯვებაზე”. 

ბერძნებმა არც ამჯერად დამაღალატეს და ერთ-ერთი უბრწყინვალესი სკულპტურის შექმნით ელინისტურ ხანაში, ჩემი ესესთვის სათაური მომაფიქრებინეს. საუბარია „Winged Victory of Samothrace”, იგივე “Nike of Samothrace”-ზე, რომელიც საკმაოდ ცნობილი პროფესორის H.W. Janson-ის აზრით, რომელსაც სრულიად ვეთანხმები,  ელინისტური კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნების ნიმუშია. სკულპტურა, სავარაუდოდ, ძვ.წ. II საუკუნეშია შექმნილი და ბევრი სხვა ქანდაკებისგან განსხვავებით, ნებისმიერს, ვისაც პარიზში წასვლის შესაძლებლობა აქვს, შეუძლია მისი ორიგინალში ნახვა, რადგან 1884 წლიდან „ლუვრში“ ის საპატიო ადგილი იკავებს.

winged victory of-ის სურათის შედეგი

როგორც წესი, ყველაფერს თავისი მიზეზი და დანიშნულება აქვს, მით უმეტეს, ისეთი გრაციოზული სკულპტურის შექმნას, როგორიც „Winged victory of Samothrace”-ია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქანდაკება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად და ღმერთ ნიკეს საპატივცემულოდ შეიქმნა. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ ის, მართლაც, საზღვაო ბრძოლას უკავშრდება, არის ის ფაქტი, რომ ქანდაკების, ასევე მარმარილოთ გამოქანდაკებულ გემზე დგას. პროფესორების აზრი იმ საკითხში, თუ რომელ ბრძოლას ეძღვნება ქანდაკება, სამად იყოფა. ერთნი ფიქრობენ, რომ ის ძვ.წ. 190 წელს მომხდარ საზღვაო ბრძოლაში   – ევრიმედონში გამარჯვების მახსოვრობაში უკვდავსაყოფად შეიქმნა. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ძვ.წ. 306 წელს გამართულ სალამის ბრძოლას ეძღვნება, ხოლო მესამე ჯგუფი კი, ძვ.წ. 31 წელს მომხდარ აქციუმის ბრძოლას მიიჩნევს სწორ ვარიანტად. იქიდან გამომდინარე, რომ მეტ-ნაკლებად ყველა მეცნიერი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეს ქანდაკება ძვ.წ. II საუკუნეშია შექმნილი, ყველაზე მეტად, ევრიმედონის ვერსიას ვემხრობი, რადგან ის ძეგლის შექმნის დროსთან ყველაზე ახლოსაა. სკულპტურაში იმხელა ემოცია და გრძნობაა ჩადებული, რომ, ჩემი აზრით, ქანდაკება ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებიდან მალევე უნდა შექმნილიყო, რადგან შეუძლებელია ასეთი დიადი, გრძნობით სავსე ქანდაკების შექმნა შორეულ წარსულში მომხდარი მოვლენის გამო.

winged victory of-ის სურათის შედეგი

 

სურათში ჩანს, რომ სკულპტურას ხელები და თავი აკლია. იმის ზუსტი აღდგენა, თუ რა მდგომარეობაში ჰქონდა ქანდაკებას ეს ნაწილები, შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ლოგიკური ვარაუდები ამის შესახებ. ყველაზე მეტად რეალურს ის მოსაზრება ჰგავს, რომ ძეგლს ხელები პირთან ჰქონდა მიტანილი ისეთი ფორმით, თითქოს გამარჯვების შეძახილი მთელ საბერძნეთის უნდა მისწვდენოდა. ნამუშევარი გამორჩეულია თავისი გრაციით და ჰარმონიული ბალანსით, რაც მის მნახველს დიადი ტრიუმფის განცდით აღავსებს და ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს. მას ფრთები ფართოდ აქვს გაშლილი და სამოსიც ისეა გამოყვანილი თითქოს მას ქარი უწეწავდეს, რაც მოძრაობის და ძლიერი მღელვარების შთაბეჭდილებას ტოვებს.

სკულპტურას, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ღირებულებას უმრავალკეცებს ის ფაქტი, რომ ქანდაკება მრავალი სხვა ხელოვანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა და ბევრი დიდებული შედევრის შექმნას შეუწყო ხელი.  „Umberto Boccioni”-ის „Unique Forms of Continuity in Space“  ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მის ნამუშევარში აშკარად იგრძნობა „Winged Victory of Samothrace”-ის გავლენა.

Unique Forms of Continuity in Space-ის სურათის შედეგი

ასევე, მკაფიოდ ჩანს „Abbott Handerson Thaye“ -ის ნახატის – „ქალწული“-ს  “Nike of Samothrace”-თან მსგავსება, რომელიც 1892-1893 წლებშია შექმნილი.

ამ მაგალითების მოყვანა იმას ემსახურება, რომ ნათლად დავინახოთ თუ რამხელა გავლენა მოახდინა „Winged Victory of Samothrace”-მა მსოფლიოს კულტურაში. ჩემი აზრით, ეს სკულპტურა იღბლიანად უნდა მიიჩნევდეს თავს, რადგან  სხვა გამარჯვების მაცნის – ფილიპიდესისგან განსხვავებით ის ცხოვრებამ დაინდო და „სიკვდილის“ ნაცვლად, თუნდაც ოდნავ შელახულ, მაგრამ მაინც დიდებულ მდგომარეობაში არსებობის და მნახველების რეაქციით ტკბობის უფლება მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი