საშემსრულებლო ხელოვნება

10 საუკეთესო კომპოზიცია | Vini Vici

ღონისძიებების სერია “ავიატორი” 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici.

ქართველი მსმენელი მას ახალ ვენიუზე შეხვდება, რომელიც წერეთელზე, რაფაელ აგლაძის 32 ნომერში მდებარეობს. Vini Vici – ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai-სა და Matan Kadosh-ს აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდიუსერია.

Vini Vici-ის შექმნის იდეა “ძველი სკოლის” სიყვარულია, რომელიც პროგრესულ იდეებთანაა სინთეზირებული. ‘Iboga Records’ და ‘FM Bookings’ დღემდე მიიჩნევაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი Psytrance ლეიბლია, სწორედ მათ შეამჩნიეს პროექტი Vini Vici და თავისთან მიიწვიეს, ისეთი არტისტების გვერდით როგორებიცაა: Ace Ventura, Liquid Soul, Ticon, Captain Hook, Atmos. საბოლოო ჯამში, პროექტმა დიდი წარმატება მოიპოვა. EP ‘Divine Mode’ – ის პრემიერის შემდეგ იყო ახალი ტრეკები: Back Underground, Expender, Anything & Everything, and ‘Veni Vidi Vici, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით წარადგინეს: ბრაზიალია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, შვეიცარია, ფინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, დენმარკი, გერმანია, აშშ, იტალია, პორტუაგლია, ავსტირა, ავსტრალია, ისრაელი… ამ ჩამონათვალის შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ Beatport მათ 2014-2015 წლების #3 ტოპ არტისტებად ასახელებს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 Vini Vici-ს საუკეთესო კომპოზიციას:

კომენტარები

კომენტარი