კულტურა

კით ფლინტის პირადი ნივთები აიქციონზე გაიყიდება

ინგლისური ელექტრონული ჯგუფის, The Prodigy-ის ვარსკვლავის, კით ფლინტის პირადი ნივთები აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აუქციონზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში, 7 ნოემბერს გამართება, სულ 170 ლოტი იქნება წამოდგენილი: მუსიკოსის ტანსაცმელი, ავეჯი, ხელოვნების ნიმუშები, მისი ჯილდოებისა და ფირების კოლექცია. პირად ნივთებს შორისაა, აგრეთვე, მუსიკოსის პირსინგის საყურე, კლიკერი, საწოლი, მეტალის ურჩხულის ფიგურებით, მოტოციკლის აღჭურვილობა და ა.შ. აუქციონიდან შემოსული თანხა მუსიკოსის სესხების დაფარვას მოხმარდება.

Keith Flint’s personal belongings are up for auction — including his MTV awards, custom-made bed and iconic nose ring https://t.co/B6wt4XG566 pic.twitter.com/nmaFNpW7Fo— The California Sun (@Thecalifornias3) October 7, 2019

Prodigy star Keith Flint’s nose ring among items up for auction https://t.co/s0dPG8RgS1 pic.twitter.com/zKD5RjEAXq— SimpleNews.co.uk (@Simplenewsuk) October 7, 2019

შეგახსენებთ, რომ კით ფლინტი 2019 წლის 4 მარტს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი