კინო

რობერტ პატინსონი “ოსკარის” მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს

ბრიტანელი მსახიობი, რობერტ პატინსონი, “ოსკარზე” მამაკაცის საუეკთესო როლის ჯილდოსთვის იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა NME ავრცელებს.

პატინსონი “ოსკარზე” რეჟისორ რობერტ ეგერსის ფილმში შესრულებული როლისთვის წარადგინეს. საშინელებათა ჟანრის ფილმი, სახელწოდებით “შუქურა”, ეგერსის მეორე ნამუშევარია. მასში პატინსონთან ერთად, უილიამ დეფოც მონაწილეობს. შუქურა კლდოვან კუნძულზე დგას. უილიამ დეფო შუქურის მცველია, პატინსონი კი მისი თანაშემწე. ორივე გმირი უსაქმურობისა და მარტოობისგან სიგიჟის ზღვარზეა. უამინდობა, ალკოჰოლი და საშინელი მოგონებები მათ მეგობრობას ნელ-ნელა სიძულვილად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ ეგერსმა ამ ფილმისთვის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) პრემია მიიღო.

შეგახსენებთ, რომ “ოსკარის” დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონია 2020 წლის 9 თებერვალს შედგება.

კომენტარები

კომენტარი