ვიდეოები კინო

ნახეთ: “ვიკინგების” ფინალური სეზონის ტრეილერი

პოპულარული ისტორიული ჟანრის სერიალი, “ვიკინგები”, ეკრანზე მეექვსე, ფინალური სეზონით ბრუნდება. ახლახან, ტელეარხ History-ს Youtube არხზე ახალი სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა.

ვიდეორგოლიდანაც ჩანს, რომ ფინალურ სეზონში სერიალის ყველა მთავარ კითხვას გაეცემა პასუხი.

ცნობილია, რომ მეექვსე სეზონი 20 ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი. პირველი 10 სერიის ჩვენება ტელეარხ History-ზე 4 დეკემბრიდან დაიწყება.

“ვიკინგები” ირლანდიურ-კანადური სერიალია, რომელიც მაიკლ ჰიორსტმა ტელეარხ History-სთვის შექმნა. მისი პრემიერა 2013 წლის 3 მარტს შედგა და მალე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა.

სიუჟეტის ცენტრში ძველი სკანდინავიური საგის გმირი – რაგნარ ლოდბროკია, რომელიც ლეგენდის მიხედვით, ომისა და მეომრების ღმერთის, ოდინის პირდაპირი შთამომავალია. მეოთხე სეზონიდან სერიალი რაგნარის შილების ისტორიას მოგვითრობს.

 

კომენტარები

კომენტარი