ლიტერატურა

2021 წელს თბილისი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი იქნება – იუნესკო

იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის განცხადებით, 2021 წელს თბილისი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი იქნება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიოს წიგნის დედაქალაქის კომიტეტის რეკომენდაციას ეფუძნება.

იუნესკოს ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ პროგრამა ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რამაც, თავის მხრივ, ახალგაზრდებში წიგნის კითხვა უნდა წაახალისოს.

პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან, ფართომასშტაბიან და მდგრად მოქმედებას. ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის აქტივობებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკები. გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის,თანამედროვე ციფრული პროექტი წიგნების თამაშებად გადაქცევისთვის და ა.შ.

ღონისძიებები 2021 წლის 23 აპრილს დაიწყება, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს

კომენტარები

კომენტარი