საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, გიორგი როსტიაშვილის ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა – 1TV

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, გიორგი როსტიაშვილის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პირველი არხის შუადღის გადაცემაში შედგა, – ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებულისა და საქართველოს წარმომადგენლის საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით ევგენიძეა. „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need a Love) – ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.

გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საბავშვო კონკურს „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია, პოლონეთში 24 ნოემბერს იმღერებს. პოპულარულ საერთაშორისო კონკურსზე მას 18 კონკურენტი ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი