კინო

ნახეთ: “რიკი და მორტის” მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოვიდა

ინტერნეტში ცნობილი ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ანიმაციური სერიალის, “რიკი და მორტის” მეოთხე სეზონის სრული ტრეილერი გავრცელდა. შეშლილი მეცნიერისა და მისი შვილიშვილის თავგადასავლები ეკრანს მალე დაუბრუნდება. ვიდეო Adult Swim-ის Youtube არხზე გამოქვეყნდა.

ანიმაციური სერიალის, “რიკი და მორტის” პრემიერა 2013 წლის 2 დეკემბერს შედგა. ჯასტინ როილენდისა და დენ ჰერმონის პროექტმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და სულ მალე, შეშლილმა მეცნიერმა, რიკ სანჩესმა და მისმა შვილიშვილმა – მორტიმ, მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვეს.

სერიალის შთაგონება იყო ფილმის “უკან მომავალში” ანიმაციური სახის პაროდია, რომელიც როილენდმა Channel 101-ის ფესტივალისთვის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე სერიალის მხოლოდ 31 ეპიზოდი არსებობს. ცოტა ხნის წინ, WarnerMedia-ს პრეზენტაციაზე მისმა შემქნელებმა კიდევ 70 ეპიზოდს გადაიღება დააანონსეს.

სერიალის მეოთხე სეზონის პრემიერა, 10 ნოემბერს, Adult Swim-ზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი